საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესახებ პერსონალური ინფორმაციის გასაჯარობის საქმეზე ისუტიციის სამინისტროს სანქცია აღარ დაეკისრება - საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ინსპექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების თქმით, მოსამართლე ციცინო როხვაძემ არც კი დამალა, რომ პირდაპირ ხელისუფლების პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა.
"ეს იყო ცინიზმის მწვერვალი ხელისუფლების მხრიდან, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში კონკრეტული მოსამართლე, ციცინო როხვაძე როგორ რეპრესიული მანქანის ჭანჭიკი, მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიხეილ სააკაშვილის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ნაწილში სასამართლოც ჩართული უნდა ყოფილიყო აუცილებლად და ნიშანდობლივია ისიც, რომ სასამართლომ აი ეს პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა ძალიან აშკარად, არც კი ეცადნენ, რომ რაღაც დაემალათ, იმიტომ რომ დაახლოებით 2 კვირაში მიიღო გადაწყვეტილება როხვაძემ საჩივრის წარდგენის შემდეგ, 1-დან 10-მდე ისედაც დასვენების დღეები იყო და სამუშაო დღეებს თუ ავიღებთ, 2 კვირა დასჭირდა სულ რაღაც საჩივარზე გადაწყვეტილების მისაღებად. წარმოუდგენელია ამ დროში გადაწყვეტილების მიღება თუ არ არის არანორმალური პოლიტიკური ინტერესი", - თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
ადვოკატები მესამე პრეზიდენტს ამ წუთებში რუსთავის ციხეში ხვდებიან.