ფულის გათეთრება ვერ დაგვიმტკიცეს და უნდათ, ახალი ბოდვა დაგვაბრალონ, არ გამოგივათ! - მამუკა ხაზარაძე

გამოქვეყნდა:

"მიუხედავად სამწლიანი მცდელობისა, აბსურდული ბრალდება - ფულის გათეთრება ვერ დაგვიმტკიცეს. ახლა უნდათ ახალი ბოდვა დაგვაბრალონ. არ გამოგივათ!

ყველაფერი ეს საუკუნის პროექტის ანაკლიის ჩაგდებას ემსახურება, სამარცხვინოა ყველა ვინც ამაში მონაწილეობს.

ბრძოლის პირველი რაუნდი მოგებულია, ასევე მოვიგებთ ყველა შემდეგ ბრძოლას სამართლიანი ქვეყნის მშენებლობისთვის, იმისთვის რომ ამ მასკარადის მომწყობთა შვილებმა არასდროს იგრძნონ ის, რაც ჩემმა შვილებმა განიცადეს ამ წლების განმავლობაში... ანაკლიასაც ავაშენებთ, სამართლიან და გაერთიანებულ ქვეყანასაც! მადლობა ყველა გულშემატკივარს". 

წერს "ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე Facebook-ზე.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი