გერმანიაში კორონავირუსით ერთ დღეში 80 430 ადამიანი დაინფიცირდა, რაც დღიური ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელია.
ქვეყანაში დღიური მაქსიმუმი ბოლოს 26 ნოემბერს დაფიქსირდა, როცა შემთხვევების რაოდენობამ 76 000 გადააჭარბა.
ამ დროისთვის გერმანიაში ვირუსი 7 661 811 ადამიანს აქვს დადასტურებული.
რაც შეეხება ვაქცინაციას, რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობის სულ მცირე 75% ერთი დოზით არის აცრილი.