მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან ხვალ აქცია გაიმართება

გამოქვეყნდა:

საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ხვალ საპროტესტო აქცია გაიმართება.

ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია ავრცელებს.

აქცია 13:00 საათზე დაიწყება.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ხვალინდელ სასამართლოს დაესწრება. ამის შესახებ მის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი