კანადის ხელისუფლება ანტივაქსერებისთვის გადასახადის დაწესებას აპირებს

გამოქვეყნდა:

კანადაში, კვებეკის პროვინციის ხელისუფლება ანტივაქსერებისთვის გადასახადის დაწესებას განიხილავს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

პრემიერმა ფრანსუა ლეგომ განაცხადა, რომ დეტალები ჯერ კიდევ მუშავდება და არ გავრცელდება იმ პირებზე, ვინც ვაქცინაციას სამედიცინო მიზეზების გამო ვერ ახერხებს.  

ლეგოს თქმით, არავაქცინირებულები ფინანსურ ტვირთად აწვებიან სხვებს და პროვინციის ფინანსთა სამინისტრო მნიშვნელოვან თანხას დაადგენს, რომლის გადახდაც არავაქცინირებულ პირებს მათი გადახდა მოუწევთ. რაც შეეხება თანხას, მისი თქმით მინიმუმ 100 კანადური დოლარი (79.50 აშშ დოლარი) იქნება.

„ვაქცინა ვირუსთან ბრძოლის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. სწორედ ამიტომ გვსურს ჯანმრთელობის შენატანი დავაწესოთ იმ ზრდასრულთათვის, რომლებიც უარს ამბობენ ვაქცინაციაზე არასამედიცინო მიზეზების გამო“, - თქვა ფრანსუა ლეგომ.

პროვინციაში მოსახლეობის 10% ვაქცინირებული არ არის.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი