პუტინის აგრესია და ქვეშევრდომები უნდა დასრულდეს, მათ შორის, საქართველოში, - ასე ეხმაურება ამერიკელი კონგრესმენი მაკვლინ მულინი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ანგარიშს.
კონგრესმენი "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე წერს, რომ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, რუსეთის წინააღმდეგ უმკაცრეს სანქციებს გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ კონგრესმენებმა გამოაქვეყნეს ანგარიში, სადაც პრორუს ოლიგარქ, ბიძინა ივანიშვილზე იყო საუბარი. დოკუმენტში, ამერიკელი კონგრესმენები კიდევ ერთხელ ღიად ამბობენ, რომ ივანიშვილი კრემლის დავალებებს ასრულებს და მათი მითითებით, ქვეყნის დესტაბილიზაციას ცდილობს.