რუსეთი არღვევს ფუნდამენტურ პრინციპებს უკრაინაში, როგორც ეს უკვე გააკეთა საქართველოში - ბორელი

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეფ ბორელი წერს, რომ რუსეთმა დაარღვია ფუნდამენტური უფლებები საქართველოში და ახლა იგივეს უკრაინაში აკეთებს.

მისი თქმით, არსებობს 3 პრინციპი, რომელსაც რუსეთი ადრე დაეთანხმა და რომელსაც ახლა ეჭვქვეშ აყენებს.  პირველი არის თითოეული სახელმწიფოს უფლება, თავისუფლად აირჩიოს მიეკუთვნოს რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციას, ალიანსს ან ხელშეკრულებას. მეორე და მესამე არის ძალის გამოუყენებლობა და ყველა სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა.

"რუსეთი არღვევს ამ სამ ფუნდამენტურ პრინციპს უკრაინაში, როგორც ეს უკვე გააკეთა საქართველოში. და რუსეთი არა მხოლოდ მტკიცებებს აკეთებს, არამედ ამას თან ახლავს მზარდი სამხედრო წნეხი უკრაინის საზღვარზე და ემუქრება კიევს ახალი ინტერვენციით, თუ მისი მოთხოვნები სრულად არ დაკმაყოფილდება.

გარდა ამისა, რუსეთს სურს წარმოაჩინოს ევროკავშირი, როგორც არარელევანტური ორგანო და ცდილობს უბიძგოს აშშ-ს სტრატეგიული გამოყოფისკენ. ის ასევე ცდილობს ჩვენ მივიღოთ ის, რომ მას ჰქონდეს გადამწყვეტი გავლენა უკრაინასა და ბელარუსზე", - აცხადებს ბორელი.

მისივე თქმით, რუსეთი ემუქრება უკრაინას და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას. ბორელის აზრით, ევროპა უნდა იყოს ერთიანი და ნათელი თუ რა უნდა და რის გაკეთებას აპირებს.

ბორელი აცხადებს, რომ აშშ-სა და ევროპის დაშორების მცდელობა შესაძლოა მოსკოვის სტრატეგიულ მიზნებში შედიოდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი