"დღის წესრიგის მთავარ თემად მიიჩნევს, თუ რა მდგომარებაშია ხალხი და სახელმწიფო, რომელიც მიტაცებულია... მისი უკანონო ტყვეობა უკავშირდება სწორედ ამას" | ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

"მიიჩნევს, რომ დღის წესრიგის მთავარი თემა უნდა იყოს, თუ რა მდგომარეობაშია ქართველი ხალხი და საქართველოს სახელმწიფო, რომელიც მიტაცებულია. მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთაც და ტყვეობაც უკავშირდება სწორედ ამას", - ამის შესახებ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დატოვების შემდეგ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ ისაუბრა. 

...თავს გრძნობს ისე, როგორც ადამიანი, რომელიც იმყოფება იმ სისტემაში, რომელთანაც მას არაჰუმანურად და ღირსების შემლახავად და არაადამიანურად მოექცნენ.

ვისაუბრეთ ხვალინდელ პროცესზე, დაახლობეით იმ შტრიხებზე, რა შეიძლება იყოს, როგორ, რაზე უნდა ისაუბროს და ა.შ. აზრები გავცვალეთ. დანარჩენს ხვალ ის თვითონ ისაუბრებს დაწვრილებით, უბრალოდ ერთი რემარკა მინდა გავაკეთო - ის მიიჩნევს, რომ დღის წესრიგის მთავარი თემა არის და უნდა იყოს კიდევაც ის, თუ რა მდგომარეობაშია ქართველი ხალხი და საქართველოს სახელმწიფო, რომელიც მიტაცებულია. ამიტომ სრულიად მისი პირადი პოზიციაც არის და ეთანხმება იმ პოლიტიკოსების პოზიციას, ვინც ამგვარად მიიჩნევს სწორედ და ფიქრობს, რომ მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთაც და ტყვეობაც უკავშირდება სწორედ ამას და არა პირიქით, დანარჩენზე თვითონ ისაუბრებს დაწვრილებით და მოვისმენთ ხვალ, - ამბობს ნიკა გვარამია.

ნიკა გვარამია სასამართლოს მიერ, გუშინ, 11 იანვარს მიღებულ გადაწყვეტილებასაც ეხმაურება, რომლის მიხედვითაც მან ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება გააუქმა და იუსტიციის სამინისტრო გაამართლა. 

არანაირი განცდა არ მრჩება, ფაქტის კონსტატაცია შემიძლია მხოლოდ... ციცინო როხვაძის გადაწყვეტილებების უკან ისმის ბიძინა ივანიშვილის როხროხი, თან დამცინავი და ცინიკური, ეს უნდა დასრულდეს, - ამბობს ნიკა გვარამია. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი