"ვერ გაბედეს, პოლიტპატიმრები ჰყოლოდათ, მაგრამ პოლიტდევნილებად დატოვეს" | ნიკა გვარამია ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება. ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" მათი დაჭერა ვერ გაბედა, თუმცა ისინი კვლავ პოლიტიკურ დევნილებად დატოვეს.

"ქართულმა ოცნებამ" ვერ გაბედა - ეს ნამდვილად ასეა. ჩემი ვარაუდია, რომ ეს არის ჩვენი დასავლელი პარტნიორების ძალიან მნიშვნელოვანი დამსახურება, მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ გამოიტანეს გამამართლებებლი გადაწყვეტილება, ეს ადამიანები უბრალოდ არ ჩასვეს ციხეში, ვერ გაბედეს, რომ პოლიტპატიმრები ჰყოლოდათ, მაგრამ პოლიტდევნილებად დატოვეს.

წარმოუდგენელი გადაწყვეტილებაა, აბსოლუტურად გაუგონარია, რომ მოსამართლემ გადააკვალიფიცირა ქმედება იმგვარ ქმედებაზე, რომელიც ხანდაზმულია და რომელზეც საერთოდ მსჯელობაც არ შეეძლო სასამართლოს და პროკურატურამაც კი არ შეიტანა მოთხოვნაში. მოკლებულია სამართლებრივ შინაარსს და შესაძლებლობას, მოკლებულია სასამართლოს და პროკურატურას, რომ ამაზე ემსჯელათ. 

მაგრამ ნახეთ რა გააკეთეს, სამი მსხვილი ბიზნესმენი, აქედან ორი მსოფლიოში ცნობილი ბიზნესმენი გამოაცხადეს თაღლითებად და უთხრეს, რომ არ გსჯით იმიტომ, რომ ეს ქმედებები არის ხანდაზმული. რეალურად, მათი მიზანია, რეპუტაციული განადგურება და მეორე დამოკლეს მახვილი დააკიდეს, როგორც ამ ადამიანებს ასევე ორ ორგანიზაციას - პოლიტიკურ ორგანიზაციას ლელოს და კრიტიკულ მედიას ტვ პირველს და უთხრეს, რომ ეს გასაჩივრდება და როგორც მოიქცევით იმის მიხედვით იქნება პასუხი",-თქვა ნიკა გვარამიამ.

ცნიბისთვის, ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება, დღეს, 12 იანვარს გამოაცხადა. სასამართლომ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძისა და ვატო წერეთლის ფულის გათეთრების მუხლი ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობის თაღლითობის მუხლით გადაუკვალიფიცირა და გაამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამივე მათგანს 7 წლით თავისუფლბის აღკვეთა მიესაჯა, თუმცა დანაშაულის ხანდაზმულობიდან გამომდინარე, ისინი სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდნენ. 

ამასთან, ბრალდებულებს შეფარდებული გირაო, ქონებაზე დადებული ყადაღა და საზღვრის კვეთის აკრძალვა გაუუქმდათ. პროკურატურა კი ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

შეგახსენებთ, ე.წ. ფულის გათეთრების საქმე 11 წლის წინანდელ ტრანზაქციას ეხება. პროკურატურა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ადანაშაულებს ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ საბანკო ოპერაციას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი