რუსეთს საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვადან საკუთარი სამხედრო ძალების გაყვანისკენ მოვუწოდეთ... | იენს სტოლტენბერგი

გამოქვეყნდა:

"რუსეთს საკუთარი სამხედრო ძალები ჰყავს საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში... რუსული ჯარები იქ არავის მიუწვევია. ჩვენ ძალების გაყვანასა და ამ ქვენების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისაკენ მოვუწოდეთ", - ამის შესახებ ნატო-რუსეთის მოლაპარაკებების შემდეგ, მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

რუსეთს საკუთარი სამხედრო ძალები ჰყავს საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში. ეს ძალები ამ ქვეყნების ტერიტორიაზე ამ ქვეყნების მთავრობების ნებართვის გარეშე იმყოფებიან. რუსული ჯარები იქ არავის მიუწვევია. ჩვენ ძალების გაყვანასა და ამ ქვენების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისაკენ მოვუწოდეთ. ფუნდამენტური პრინციპია, რომ არცერთ ქვეყანას არ აქვს უფლება სხვა ქვეყნის საზღვარი შეცვალოს.

მზად ვართ რუსეთთან ნებისმიერ საკითხზე ვისაუბროთ, თუმცა ევროპის უსაფრთხოებისა და ღია კარის პოლიტიკის საკითხზე კომპრომისზე არ წავა. კიდევ ერთხელ დავადასტურებ, რომ ნებისმიერ ქვეყანას საკუთარი მომავლის გადაწყვეტის უფლება აქვს. რუსეთმა უკვე გამოიყენა კიბერ-შეტევები, ქიმიური იარაღები და ევროპული ქვეყნების არჩევნებში ჩაერია. მზად უნდა ვიყოთ, რომ რუსეთი კონფრონტაციაზე შეიძლება ისევ წავიდეს და ნებისმიერი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთისთვის მძიმე შედეგებს მოიტანს, - ამბობს იენს სტოლტენბერგი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი