ბათუმში კორპუსის ნგრევის საქმეზე ბრალდებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

გამოქვეყნდა:

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმში , 2021 წლის 8 ოქტომბერს კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე დაკავებული სამი პირი პატიმრობაში დატოვა. ადოკატები ბრალდებულთა გათავისუფლებას 5 ათასი ლარის გირაოს  სანაცვლოდ ითხოვდნენ.

მამა-შვილ სურმანიძეებსა და ბინის მფლობელ ზაურ ბუდაგოვს, გამოძიება სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევასა და გაუფრთხილებლობას ედავება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

ბრალდებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ. სასამართლომ სამივე მათგანს პატიმრობა გასული წლის 11 ოქტომბერს შეუფარდა.

ცნობისთვის, ბათუმში უმძიმესი ტრაგედია 8 ოქტომბერს მოხდა - 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. მომხდარის შედეგად ნანგრევებში 10-ზე მეტი ადამიანი მოყვა. 

მომხდარიდან მალევე მაშველებმა ნანგრევებიდან მცირეწლოვანი ბავშვი გამოიყვანეს, რომელიც კორპუსთან მდგომ ავტომობილში იმყოფებოდა. რაც შეეხება უშუალოდ შენობაში მყოფებს, მაშველებმა 10 მათგანის პოვნა შეძლეს, საიდანაც 8 უკვე გარდაცვლილი იყო. გარდაცვლილებს შორის 3 ბავშვია.

2 დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ერთი მათგანი, 35 წლის ქალი მეორე დღეს
გარდაიცვალა. ის სამედიცინო დაწესებულებაში უმძიმეს მდგომარეობაში შეიყვანეს. ქალს ღამის განმავლობაში გული 5-ჯერ გაუჩერდა. გაირკვა, რომ ნანგრევებში ნაპოვნი ორი გარდაცვლილი ბავშვი სწორედ მისი შვილები იყვნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კორპუსის ნგრევის სავარაუდო მიზეზი პირველ სართულზე უნებართვოდ წარმოებული სარემონტო სამუშაოები გახდა. სწორედ ამის გამო, უწყებამ ბინის მეპატრონე და ორი მუშა დააკავა

მომხდარი ტრაგედიის გამო, 11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი