
დღეს, 13 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის მორიგი პროცესი გაიმართება. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ სასამართლოში თავადაც მივა. ეს რამდენიმეხნიანი პაუზის შემდეგ, სხდომათა დარბაზში მისი პირველი გამოჩენა იქნება.
საქმე ეხება სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეს, რომელზეც დღეს არსებითი სხდომა 13:00 საათზეა ჩანიშნული.
პარალელურად სასამართლოსთან მშვიდობიან აქციას გამართავს "ნაციონალური მოძრაობა" და მისი მხარდამჭერები.
ცნობისთვის, იმავე საქმეზე ბრალი კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ წოწორიას, შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული. ამ საქმის გამოძიება პროკურატურამ ოქტომბერში, მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაიწყო.