ყაზახეთიდან ОДКБ-ს ჯარების გაყვანის პროცესი დღეს დაიწყება

გამოქვეყნდა:

ყაზახეთიდან "კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების" ძალების გასვლის პროცესი დღეიდან იწყება. პროცესი 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება. 

ყაზახეთი აცხადებს, რომ ქვეყნის 17 რეგიონიდან 14-ში "ანტიტერორისტული ოპერაცია" დაასრულეს და კონსტიტუციური წესრიგი აღდგენილია. ყაზახეთის სამართალდამცავი უწყება ამბობს, რომ 3 რეგიონში, მათ შორის ქალაქ ალმათში ოპერაცია ჯერ კიდევ გრძელდება რის გამოც იქ ტერორისტული საფრთხის წითელი დონე ჯერ კიდევ შენარჩუნებულია.

ყაზახეთში საპროტესტო აქციები თხევადი გაზის გაძვირების გამო 2 იანვარს დაიწყო, ორი დღის შემდეგ კი მასობრივ არეულობებში გადაიზარდა, რასაც რამდენიმე ათეული ადამიანი ემსხვერპლა, ათასობით კი დაპატიმრებულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი