ცომაია, წოწორიები და ნარიმანიძე, მზად არიან, ჩვენება მიხეილ სააკაშვილის თანდასწრებით მისცენ - პროკურორი

გამოქვეყნდა:

პროკურორი ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესზე დღეს ბრალდებულებს - ელგუჯა ცომაიას, გიორგი ნარიმანიძეს, ზურაბ და შალვა წოწორიებს დაკითხავენ.

როგორც მან აღნიშნა, აქვს მოლოდინი, რომ ბრალდებულები დანაშაულს აღიარებენ.

"მე მაქვს მოლოდინი, რომ დაცვის მხარე დღეს დააყენებს შუამდგომლობას მტკიცებულებების უდაოდ გახდომის თაობაზე და აღიარებს ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას. აქვე განვმარტავ, ბრალდების მხარე დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკითხავს, ელგუჯა ცომაიას, ნარიმანიძეს და წოწორიებს, რომლებიც მზად არიან, მიხეილ სააკაშვილის თანდასწრებით სასამართლოს მისცენ ჩვენება", - თქვა ლევან ვეფხვაძემ.

საზღვრის კვეთის საქმეზე სასამართლო სხდომა რამდენიმე წუთში დაიწყება. სასამართლოში უკვე იმყოფება მიხეილ სააკაშვილი. ამავე საქმეზე ბრალი კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ წოწორიას, შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული. ამ საქმის გამოძიება პროკურატურამ ოქტომბერში, მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაიწყო.

სხდომის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები აქციას მართავენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი