ზურაბიშვილი ინსპექტორის გაუქმებაზე მის მიერვე ხელმოწერილი კანონის დაჩქარებული წესით მიღებას მიუღებლად მიიჩნევს

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონს ვეტო არ დაადო, ამბობს, რომ ამ კანონის დაჩქარებული წესით მიღება მიუღებლად მიაჩნია.

ზურაბიშვილი წერს, რომ ცუდი პრეცედენტია, როდესაც დამოუკიდებელი სამსახურის ხელმძღვანელი, რომელიც 6 წლით არის არჩეული, სამსახურიდან გაფრთხილების თუ არგუმენტირებული შენიშვნის გარეშე თავისუფლდება.

"მიუღებლად მიმაჩნია ასეთი მნიშვნელოვანი კანონის მიღება დაჩქარებული წესით, ყოველგვარი კონსულტაციებისა და სათანადო დისკუსიის გარეშე. მით უმეტეს, რომ დაჩქარებული წესით მისი განხილვის საჭიროება არაფრით არ ყოფილა გამართლებული. 

მიუღებელია, რომ ქვეყანაში, რომელიც მიზნად ისახავს დემოკრატიის გამყარებას, ისეთ საკვანძო საკითხს, როგორიც არის პირადი მონაცემების დაცვა, დისკუსიისათვის სათანადო დრო და სივრცე არ ეთმობა.

ძალიან ცუდი პრეცედენტია, რომ დამოუკიდებელი სამსახურის ხელმძღვანელი, 6 წლის ვადით არჩეული პირი, სამსახურიდან თავისუფლდება ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილებისა თუ მისი პროფესიული საქმიანობის მიმართ არგუმენტირებული შენიშვნების გარეშე. მით უმეტეს, როცა ჩვენი ქვეყნისთვის კვლავ ერთ-ერთ დიდ გამოწვევად რჩება თანამდებობის პირების დამოუკიდებლობისა და ხელშეუხებლობის გამყარება", - წერია ზურაბიშვილის განცხადებაში. 

ამავე თემაზე: 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი