ეუთო-ს ერთადერთი წევრი ჰყავს, რომელიც ორი მეზობლის ტერიტორიაზე შეიჭრა და ეს რუსეთია - კარპენტერი

გამოქვეყნდა:

ჩვენი მკაფიო პოზიციაა, რომ არ წავახალისებთ გავლენების სფეროებს, არ წავახალისებთ შეზღუდვების დაწესებას ქვეყნების უფლებაზე, რომ თავად აირჩიონ ალიანსები - ამის შესახებ ეუთოში აშშ-ის ელჩმა მაიკლ კარპენტერმა ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ეუთოს ჰყავს ერთადერთი წევრი, რომელიც ორი მეზობლის ტერიტორიაზე შეიჭრა და ეს რუსეთია.

"დიალოგის პარალელურად, ჩვენ უნდა ვიყოთ მკაფიო, რომ არ ვაპირებთ წავახალისოთ გავლენის სფეროები, ჩვენ არ ვაპირებთ შეზღუდვას ერების უფლებაზე, აირჩიონ ალიანსები; ჩვენ არ წავახალისებთ პრივილეგიის მინიჭებას რომელიმე ერთი ქვეყნის უსაფრთხოების საჭიროებებზე. სიმართლე გითხრათ, ეუთო-ში მხოლოდ ერთი სახელმწიფოა, რომელიც შეიჭრა თავის ორ მეზობელში და თავისი ნების საწინააღმდეგოდ ათავსებს ძალებს სხვა სახელმწიფოების ტერიტორიაზე და ეს არის რუსეთი", - თქვა კარპენტერმა. 

კარპენტერის თქმით, ეუთო-ში პოლონეთის თავმჯდომარეობის პირობებში პრიორიტეტული იქნება როგორც უკრაინის გარშემო არსებული სიტუაცია, ასევე ბელარუსში არსებულ მდგომარეობა და სხვა კონფლიქტები, მათ შორის სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი