​​ჯანმომ COVID 19-ის სამკურნალოდ 2 ახალ პრეპარატს გაუწია რეკომენდაცია

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) კორონავირუსის სამკურნალოდ ორ ახალ პრეპარატს რეკომენდაცია გაუწია. რამდენად გადაარჩენს რეკომენდირებული მედიკამენტები ადამიანის სიცოცხლეს დამოკიდებულია მისი გავრცელების მასშტაბსა და ხელმისაწვდომობაზე.

პირველი პრეპარატი, ბარიკიტინიბი რეკომენდირებულია კორონავირუსის მქონე მძიმე ან კრიტიკულ პაციენტებში. ის რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ გამოიყენება.

ჯანმომ ასევე რეკომენდაცია გაუწია მონოკლონური ანტისხეულების წამლის, სონტროვიმაბის გამოყენებას, იმ პაციენტებში, რომლებსაც კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომები აქვთ, თუმცა მათი ჰოსპიტალიზაციის რისკი მაღალია. ამ ჯგუფში შედიან პაციენტები, რომლებიც არიან ხანდაზმულები ან აქვთ იმუნოდეფიციტი, დიაბეტი, ჰიპერტენზია და სიმსუქნე ან არ არიან აცრილები.

ჯანმოს მიერ რეკომენდირებული ორივე ახალი მედიკამენტი - ბარიკიტინიბი და სოტროვიმაბი მსოფლიო ჯანდაცვის პრეკვალიფიკაციის ცენტრმა დაამტკიცა, რომელიც დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში, წამლების ხარისხს, ეფექტიანობასა და უსაფრთხოებას აკონტროლებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი