"აღრიცხვიანობა კეთდება სხვა წყაროებით" | გამყრელიძე კოვიდსტატისტიკის გაყალბებაზე

გამოქვეყნდა:

"აღრიცხვიანობა კეთდება სხვა წყაროებით" - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე კოვიდინფექციით გარდაცვლილთა შეცვლილ მონაცემებთან დაკავშირებით საუბრობს.  

მისი თქმით, ეს მისი უწყების პრეროგატივა არ არის და პასუხისმგებელი სწორედ ჯანდაცვის სამინისტროა.

ტყუილია ეს ინფორმაცია, ვინც მოგაწოდათ. დაავადებაა კონტროლის ცენტრი, არის ერთ-ერთი ყველაზე  გამჭირვალე დაწესებულება ქვეყანაში და მსოფლიოში. დაავადებათა კონტროლის ცენტრში არაფერი არ ყალბდება და ეს აღიარებულია ყველა საერთაშორისო ინსტიტუციით. ცენტრი გარდაცვალების ანალიზს აკეთებს კვარტალში ერთხელ, ყოველდღიური ანალიზი, ანუ ყოველდღიური აღრიცხვიანობა კეთდება სხვა წყაროების საფუძველზე და ჩვენ ამას ვაქვეყნებთ და იქ არაფერი არ ყალბდება, - ამბობს ამირან გამყრელიძე.

შეგახსენებთ, "მთავარ არხს" წყაროს ინფორმაციით, კოვიდინფექციით გარდაცვლილთა შესახებ გაყალბებული სტატისტიკის ერთ-ერთი ფიგურანტი სწორედ ამირან გამყრელიძე იყო.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი