ბატონო ზელენსკი, თქვენთვის ცუდი ამბავი მაქვს - პოროშენკოს თქმით, უკრაინაში ბრუნდება

გამოქვეყნდა:

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ ქვეყანაში ბრუნდება. ამის შესახებ მან ვიდეო მიმართვა გამოაქვეყნა.

მეხუთე პრეზიდენტმა უკრაინის მოქმედი მთავრობა მის წინააღმდეგ პოლიტიკურ დევნაში დაადანაშაულა. მისი თქმით, გამოძიება, რომელიც პროკურატურამ მის წინააღმდეგ დაიწყო, ვოლოდიმირ ზელენსკის მფარველის და ოლიგარქ იგორ კოლომოისკის შურისძიებაა.

შეგახსნებთ, რომ რამდენიმე დღის წინ კიევის სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტის დაკავების განკარგულება გასცა და მისი ქონება სრულიად დააყადაღა. უკრაინის პროკურატურა ყოფილს პრეზიდენტს ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობასა და სახელმწიფო ღალატში ადანაშაულებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი