მიანმარის სამხედრო ხუნტამ ქვეყნის ყოფილ ლიდერს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

გამოქვეყნდა:

მიანმარის სამხედრო ხუნტამ ქვეყნის ყოფილ ლიდერს აუნ სან სუ ჩის 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

პოლიტიკოსი სასამართლომ დამნაშავედ საკუთარ სახლში რაციის შენახვასა და კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევაში ცნო.

ეს აუნ სან სუ ჩის წინააღმდეგ გამოტანილი პირველი განაჩენია. ის 2020 წლის დეკემბერში, მიანმარში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ დააკავეს. მას რამდენიმე ბრალდება აქვს წარდგენილი.

მედიის ინფორმაციით, მისი დაკავების მოთხოვნა მისმა პოლიტიკურმა ოპონენტებმა და ხუნტის ხელმძღვანელმა მინ აუნგ ხლაინმა გასცა. შეგახსენებთ, რომ აუნ სან სუ ჩი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი