ლაგოდეხში 35 წლამდე ქალის გარდაცვალების ფაქტზე, მისი ყოფილი მეუღლე დააკავეს.

თავდაპირველად ქალის გარდაცვალების მიზეზად, ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდებოდა. შემთხვევა გუშინ მოხდა, დღეს კი პოლიციამ მისი ყოფილი მეუღლე დააკავა.

კაცმა სავარაუდოდ, ქალი ჯერ გაგუდა, შემდეგ კი გაზქურა მოუშვა და დატოვა. ქალს სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ავტორი: ია გულიაშვილი.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი