შინაგან საქმეთა სამინისტრო ლაგოდეხში ყოფილი ქმრის მიერ 35 წლის ქალის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ კაცი წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.

უწყების ცნობით, ყოფილმა ქმარმა ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე გაგუდა, დანაშალის დაფარვის მიზნით კი ოთახში გაზი გაუშვა.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა გ.ბ.-მ ყოფილი მეუღლე, 1984 წელს დაბადებულ ნ.ჭ. ეჭვიანობის ნიადაგზე გაგუდა, რის შემდეგაც დანაშაულის დაფარვის მიზნით საცხოვრებელ სახლში არსებული ბუნებრივი აირის გაზქურის ონკანი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - წერია უწყების განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 13-იდან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამავე თემაზე: 

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი