20 ივნისის საპროტესტო აქციაზე ვიყავით, გაშვების მიზეზი პოლიტიკურია - წულუკიანის მიერ გათავისუფლებულები

გამოქვეყნდა:

ხელოვნების მუზეუმიდან გათავისუფლებული ისტორიკოსი, ნანა ბუჭულაძე სამსახურიდან მის გაშვებას პოლიტიკურ მიზეზებს უკავშირებს. მისი თქმით, უწყებას მისთვის არ გაუგზავნია წერილი არც რეორგანიზაციასთან დააკვშირებით, არც კომპეტენციაზე.

"გაჩნდა ფოტოები, სადაც ვიყავით ჩვენ მეც, ბატონი გიო გაგშიძე, ნინა ჩხილაძე და ეს იყო 20 ივნისის საპროტესტო დემონსტრაცია, მიზეზია პოლიტიკური, რომელიც დატრიალდა "ფეისბუქზე", რაღაც ესეთი ხალხი არ უნდა მუშაობდეს მუზეუმში. როგორც ჩანს ამ ქვეყანაში ეს მიზანდასახულად არ უნდათ, ეს ქვეყანა უნდა იყოს ჩამქრალი, პროვინციული, ჩვენნაირი ადამიანები მათ არ სჭირდებათ", - ამბობს ნანა ბურჭულაძე. 

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან გათავისუფლებული გიორგი გაგოშიძეს კი უწყებამ კომპეტენცია დაუწუნა. 

"კომპეტენცია დამიწუნეს, ვფიქრობ, ამაში არ უნდა იყოს რეალური მიზეზი ჩემი გათავისუფლების, ვფიქრობ, მაინც ჩემი აქტიური სამოქალაქო პოზიცია უფრო უნდა იყოს მიზეზი ამისა. აშკარად ჩანს, რომ სულ სხვა დაწესებულებიდან მოსული, მოვლენილი ქალია, ასეთი ვითარება არასდორს, არცერთ კულტურის მინისტრთან არ მინახია", - ამბობს ის. 

გაგოშიძე აპირებს, რომ სასამართლო დავა დაიწყოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი