სასტიკი მკვლელობა ლაგოდეხში | ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

35 წლის ქალის მკვლელობის გარემოებებს გამოძიება ადგენს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველადი ინფორმაციით, სამი შვილის დედა ყოფილმა ქმარმა ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა. შემთხვევა გუშინ ლაგოდეხში მოხდა.

მკვლელობის კონკრეტულ მოტივზე ახლობლებს საუბარი უჭირთ. ამბობენ, რომ ყოფილ მეუღლეებს ერთმანეთთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ და ხშირად ჩხუბობდნენ. ძალადობის გამო კი კაცს შემაკავებელი ორდერიც გამოწერილი ჰქონდა.

არსებული ინფორმაციით, 38 წლის კაცმა ყოფილი ცოლი სავარაუდოდ ჯერ გაგუდა, შემდეგ კი ოთახში გაზის ონკანი მოშვებული დატოვა და კვალის დაფარვას ბუნებრივი აირის გაჟონვის ინსცენირებით შეეცადა. დამნაშავე უკვე დაკავებულია და მის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო სავარაუდოდ ხვალ იმსჯელებს. 

ავტორი: ია გულიაშვილი

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი