საბერძნეთში 60 წელს გადაცილებული არავაქცინირებული მოქალაქეები ყოველ თვე დაჯარიმდებიან

გამოქვეყნდა:

საბერძნეთში 60 წელზე უფროსი ასაკის არავაქცინირებულ პირებს ყოველთვიური 100 ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისრებათ - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. 

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, გადაწყვეტილება ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაზე ზეწოლის შესამსუბუქებლად მიიღეს. 

სამთავრობო წყაროების თანახმად, 60 წელს გადაცილებული ადამიანების 90 პროცენტი აცრილია ან ვაქცინაციაზე ჯავშანი უკვე გააკეთეს. მათი ცნობით, პოტენციურად დაახლოებით 300 000 ადამიანი დაჯარიმდება.

ამასთან, სამედიცინო პერსონალს, რომლებსაც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა არ გაუკეთებიათ, საქმიანობის უფლება დროებით შეჩერებული აქვთ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ისინი უარს იტყვიან აცრაზე, თანამდებობიდან გათავისუფლდებიან. 

ცნობისთვის, ბოლო 24 საათის მონაცემებით, საბერძნეთში კოვიდს 95 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი