სახელმწიფო ინსპექტორი პენიტენციურისთვის დაკისრებული ჯარიმის გაუქმებაზე სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო ინსპექტორი პენიტენციური სამსახურისთვის დაკისრებული ჯარიმის გაუქმებასთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

ინსპექტორის სამსახურში ამბობენ, რომ მოსამართლეს ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდა და მხოლოდ პენიტენციურის პოზიციას დაეყრდნო, რომელიც ამტკიცებდა, რომ მესამე პრეზიდენტის კადრების გავრცელება "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან" გამომდინარე მოხდა.

"გააუქმა როგორც სახელმწიფო ინსპექტორის მიერ შედგენილი სამართალდარღვევა და დაკისრებული სანქცია 2 ათასი ლარის ოდენობით, ასევე გააუქმა გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომ სპეციალური პენიტენციურ სამსახურს აღარ ექნება სავალდებულოდ შესასრულებელი დავალება, რომელიც გამოიტანა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, რაც გულისხმობდა მიხეილ სააკაშვილის ამსახველი ვიდეოჩანაწერების წაშლის ვალდებულებას.

სამწუხარო იყო აღნიშნული გადაწყვეტილება გამომდინარე იქიდან, რომ დარწმუნებული ვარ ჩვენი გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებაში, მის სისწორეში. აუცილებლად გავასაჩივრებთ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში და იმედს ვიტოვებთ, რომ სააპელაციო სასამართლო მაინც მოახდენს შესაბამის შეფასებას ამ გადაწყვეტილების", - თქვა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სამართალდამცავი ორგანოების ზედამხედველი დეპარტამენტის უფროსმა, ჯონი ჩონიაძემ.

საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე წუთის განცხადება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ოფიციალურ გვერდზეც გავრცელდა. უწყება იმედოვნებს, რომ სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილებები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ჩაბარდება შემჭიდროებულ ვადებში, რათა შესაძლებელი გახდეს 2022 წლის 01 მარტამდე (სამსახურის გაუქმებამდე), მათი გასაჩივრება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მათი განხილვა.

ამავე თემაზე:

სასამართლომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორის მიერ ​პენიტენციურისთვის დაკისრებული ჯარიმაც გააუქმა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი