კარაქი, სნიკერსი, ქინდერი, ბაუნტი და ტვიქსი | საფრანგეთში პროდუქტების ქურდობისთვის საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს 

გამოქვეყნდა:

საფრანგეთში პროდუქტების ქურდობის ბრალდებით, საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მათ 80 შეკვრა კარაქის, 32 ცალი სნიკერსის, 12 ცალი ქინდერის, 6 ბაუნტისა და რამდენიმე "ტვიქსის" მოპარვას ედავებიან.

"შესაძლოა, ერთი შეხედვით ღიმილის მომგვრელი ქმედება “კანონიერ ქურდებს” - ქართული მაფიის კარგად ორგანიზებულ ქსელს უკავშირდებოდეს, რომელიც რეგიონს 2018 წლიდან აწუხებს", - ვკითხულობთ სტატიაში.

ცნობისთვის, მსგავსი დანაშაულისათვის იანვრის დასაწყისში საქართველოს 3 მოქალაქეს პატიმრობა უკვე მიესაჯა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი