
ევროპარლამენტს ახალი პრეზიდენტი ჰყავს - თანამდებობაზე მალტელი პოლიტიკოსი, ევროპის სახალხო პარტიის კანდიდატი, რობერტა მეცოლა აირჩიეს. მეცოლას კანდიდატურას 458-მა ევროდეპუტატმა დაუჭირა მხარი.
მეცოლა ევროპარლამენტის წევრია 2013 წლიდან , ხოლო 2020 წლიდან პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი.
ევროკავშირის საკანონმდებლო ინსტიტუტის პრეზიდენტის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც დევიდ სასოლი გარდაიცვალა.
რობერტა მეცოლასთან ერთად, ევროპის პარლამენტის პრეზიდენტობისთვის იბრძოდნენ - ესპანელი სირა რეგო (მემარცხენე), პოლონელი კოსმა ზლოტოვსკი (კონსერვატორები), შვედი ალისა ბახ კუჰნკე (მწვანეები).