მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობა და წამების ამსახველი სრული ვიდეომასალის გამოქვეყნება | მიმართვა პროკურატურას 

გამოქვეყნდა:

აღიარებს თუ არა ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს დაზარალებულად? ადვოკატები წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეში, მესამე პრეზიდენტის მსხვერპლად გამოცხადებასა და მასალების სრული მოცულობით გამოქვეყნებას მოითხოვენ. 

ლაპარაკია ვიდეოკამერების სრულ ჩანაწერებზე, როგორც საკვები დანამატების მიღების, ისე გლდანში გადაყვანის შემთხვევებში.

უფლებადამცველები და არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები, ადასტურებენ, რომ მესამე პრეზიდენტი ყველა საერთაშორისო უფლებრივი სტანდარტით სწორედ წამების მსხვერპლია, მაგრამ "ქართული ოცნების" პროკურატურის იმედი არავის აქვს.

იურისტები უკვე იწყებენ მუშაობას, ვიდეომტკიცებულებების სხვა, ლეგალური გზით გასაჯაროებაზე, რაშიც უდიდესი როლი სახალხო დამცველს და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ექნებათ.

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი