
ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მკვლელობის საქმე სასამართლოში გადადის - ნიკო კვარაცხელიას საქმეზე მოსამართლის წინაშე დღეს ბრალდებულები აკაკი ჭელიძე და გიორგი კავილაძე წარსდგნენ.
ბრალდებულები დანაშაულის კვალიფიკაციის შეცვლას მოითხოვენ და უარყოფენ ჯგუფურ მოქმედებას, რის დამტკიცებასაც პროკურატურა ცდილობს. თუმცა პარალელურად საგამოძიებო უწყება არაფერს აკეთებს მკვლელობის დამკვეთების დასადგენად.
ავტორი: საბა ბუაძე