ჰონგ კონგის ზოომაღაზიაში, კორონავირუსის გავრცელების გამო, 2000-მდე ზაზუნას დააძინებენ

გამოქვეყნდა:

ჰონგ კონგში 2000-მდე ზაზუნასა და სხვა მცირე ზომის ცხოველს დააძინებენ. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ერთ-ერთი ზოომაღაზიის თანამშრომლებსა და რამდენიმე ზაზუნას კორონავირუსი დაუდასტურდათ.

ზოომაღაზიაში თავდაპირველად კორონავირუსის დელტა შტამი 23 წლის თანამშრომელს დაუდასტურდა, შემდეგ კი მასთან კონტაქტში მყოფ ერთ-ერთ მომხმარებელს.

მაღაზიაში კვლევის ჩატარების შემდეგ, ვირუსი 11 ზაზუნას აღმოაჩნდა. სწორედ ამიტომ, ვარაუდობენ, რომ კორონავირუსი ადამიანებს ცხოველებისგან გადაედოთ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი