კიევში, პოროშენკოს მხარდამჭერ აქციაზე პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

გამოქვეყნდა:

კიევის პიჩერსკის რაიონულ სასამართლოსთან პეტრო პოროშენკოს მხარდამჭერ აქციაზე არეულობაა - პოლიციამ  ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

დაპირისპირება ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტის მომხრეებსა და სამართალდამცავებს შორის მოხდა. დააკავეს აქციის რამდენიმე მონაწილეც.

სიტუაცია განსაკუთრებით მაშ შემდეგ გამწვავდა რაც ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეებმა კასრები მიიტანეს და ცეცხლის დანთება გადაწყვიტეს. მიუხედავად სამართალდამცველების მოწოდებისა აქციის მონაწილეებმა მოთხოვნა არ გაითვალისწინეს.

შეაგხსენებთ რომ დღეს სასამართლომ პეტრო პოროშენკოსთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე გადაწყვიტილება უნდა გამოაცხადოს.

გამოძიება პოროშენკოს წინააღმდეგ ტერორიზმის დაფინანსების, სახელმწიფო ღალატი​ს და ტერორისტული ორგანიზაციის შექმნის მუხლებით მიმდინარეობს.  საქმე ეხება ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებიდან ქვანახშირის არალეგალურ გატანას. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი