
ცენტრ "ემპათიას" ექსპერტთა ჯგუფის წევრის, ოთარ თოიძის შეფასებით, სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის დასკვნა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უმძიმესია და სწორი ნაბიჯი, მესამე პრეზიდენტის უცხოეთის კლინიკაში გაგზავნა იქნება.
დასკვნა არის უმძიმესი, ის ცოტა რბილ ტონებში იყო ნათქვამი. აქ ხაზი იყო გასმული, რომ პაციენტი არ იღებს იმ სამკურნალო საშუალებებს და იმ მეთოდებს, რომელიც საჭიროა მისი განკურნებისათვის.
მაშინ როდესაც დასკვნაში კიდევ ერთხელ არის მოთხოვნილი სხვადასხვა ლაბორატორიული კვლევები. სწორი ნაბიჯი იქნება პაციენტის გაგზავნა უცხოეთში მულტი დისციპლინარულ კლინიკაში - ამბობს ოთარ თოიძე
შეგახსენებთ, რომ ომბუდსმენის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შემაჯამებელი დასკვნა გამოაქვეყნა. ექიმების თქმით, მათი რეკომენდაციები არ შესრულებულა და მკურნალობის მეთოდოლოგია არ შეცვლილა.
იხილეთ ასევე: