"საქართველოსა და უკრაინას უფლება აქვთ, მომავალი თავად აირჩიონ და ევროატლანტიკური ოჯახის წევრები გახდნენ" | სახდეპი

გამოქვეყნდა:

უკრაინას, საქართველოსა და სხვა ევროპულ სახელწიფოებს უფლება აქვთ, თავიანთი ხალხისთვის საუკეთესო მომავალი თავად აირჩიონ, ამასთან შრომითა და სწრაფვით ევროატლანტიკური ოჯახის წევრები გახდნენ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია საუბარი. 

"უკრაინას, საქართველოსა და სხვა ევროპულ სახელწიფოებს უფლება აქვთ, თავიანთი ხალხისთვის საუკეთესო მომავალი თავად აირჩიონ, ამასთან შრომითა და სწრაფვით ევროატლანტიკური ოჯახის წევრები გახდნენ. ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, რუსეთი სამ მეზობელ ქვეყანაში, უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში შეიჭრა, ჩაერია არჩევნებში, მკვლელობის მცდელობის მიზნით გამოიყენა ქიმიური იარაღი და იარაღის კონტროლის საერთაშორისო შეთანხმება დაარღვია. მომდევნო დღეებისა და კვირების განმავლობაში, მოკავშირეებთან ერთად ამ და კიდევ სხვა საკითხებს, რუსეთთან მოლაპარაკებების დროს დღის წესრიგში დავაყენებთ", - ნათქვამია განცხადებაში. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი