"საქართველოში ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის არსებული უთანხმოება რუსეთს აძლევს ხელს" | სენატორი შაჰინი

გამოქვეყნდა:

ამერიკელი კანონმდებლები და ყოფილი დიპლომატები საქართველოს პოლიტიკურ სპექტრს შეახსენებენ, რომ მაშინ, როდესაც დასავლეთი პარტნიორების ინტერესების დათმობას არ აპირებს, ქვეყანაში შიდა დაპირისპირება მხოლოდ კრემლისთვისაა ხელსაყრელი. ინფორმაციას ამერიკის ხმა ავრცელებს:

„ეს არის შეხსენება იმისა, რომ 2008 წელს რუსეთი საქართველოში შეიჭრა. ისინი კვლავ აკონტროლებენ იქ ორ ტერიტორიას. რუსეთის აგრესიასთან გამკლავების საუკეთესო გზა საქართველოსთვის არის დემოკრატიულ რეფორმებზე მუშაობის გაგრძელება, ერთობლივი მუშაობა. ის უთანხმოება, რაც ახლა საქართველოში ოპოზიციურ და მმართველ პარტიას შორის ხდება, არავის ეხმარება. ეს რუსეთს აძლევს ხელს. ასე რომ, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც საქართველოს და მის ლიდერებს შეუძლიათ გააკეთონ, არის ის, რომ იმუშაონ ერთად, რათა ჰქონდეთ რუსეთის წინააღმდეგ ერთიანი ფრონტი", - ამბობს სენატორი ჯინ შაჰინი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი