"ვიცით, რომ რუსეთს სამხედრო მოქმედებების გარდა, აგრესიის გამოხატვის არაერთი მეთოდი აქვს" | თეთრი სახლის გაფრთხილება

გამოქვეყნდა:

თუ რომელიმე რუსული სამხედრო ძალა გადაკვეთს უკრაინის საზღვარს, ეს იქნება განახლებული შეჭრა და მას საპასუხოდ მოჰყვება სწრაფი, მკაცრი, ერთიანი პასუხი შეერთებული შტატებისა და ჩვენი მოკავშირეების მხრიდან - ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადების თანახმად, პრეზიდენტმა ბაიდენმა დიდი ხნის გამოცდილებიდან იცის, რომ რუსებს აქვთ აგრესიის გამოხატვის ვრცელი მეთოდოლოგია, მათ შორის კიბერშეტევები და გასამხედროებული ძალების გამოყენების ტაქტიკა.

თეთრი სახლი რუსეთს აფრთხილებს, ამგვარი ქმედებებისგან თავი შეიკავოს.

"პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ განუცხადა რუსეთის პრეზიდენტს: თუ რომელიმე რუსული სამხედრო ძალა გადაკვეთს უკრაინის საზღვარს, ეს იქნება განახლებული შეჭრა და მას საპასუხოდ მოჰყვება სწრაფი, მკაცრი და ერთიანი პასუხი შეერთებული შტატებისა და ჩვენი მოკავშირეების მხრიდან.

პრეზიდენტმა ბაიდენმაც დიდი ხნის გამოცდილებიდან იცის, რომ სამხედრო მოქმედებების გარდა, რუსებს არსენალში აქვთ აგრესიის გამოხატვის არაერთი მეთოდი, მათ შორის კიბერშეტევები და გასამხედროებული ძალების გამოყენების ტაქტიკა.

ბაიდენმა დღეს დაადასტურა, რომ რუსეთის აგრესიის ამ აქტებს გადამწყვეტი, ორმხრივი და ერთიანი პასუხი მოჰყვება", - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. 

ამავე თემაზე:

"მას არასოდეს უნახავს ისეთი სანქციები, როგორის დაწესებასაც უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში დავპირდი" - ბაიდენი პუტინს აფრთხილებს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი