ოპოზიცია უპირატესობით უნდა იყოს, თუმცა არა ისე, როგორც ენმ-ს სურს - "საქართველოსთვის" წალენჯიხის საკრებულოზე

გამოქვეყნდა:

7 მუნიციპალიტეტში მოქალაქეებს არც "ოცნების" და არც ენმ-ს უმრავლესობით ხილვა არ სურთ, ეს ორი პარტია სხვადსხვა მუნიციპალიტეტში თვეებია იქცევა უპასუხისმგებლოდ და მოქმედებს ვიწროპარტიული ინტერესებით, რისი შედეგიცაა საკრებულოების უფუნქციოდ დარჩენა - ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე ცენტრალურ ოფისში პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ბერდია სიჭინავამ ისაუბრა. 

ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას თანაგუნდელმა ოპონენტების ვიწროპარტიულ ხედვებში დადანაშაულების შემდეგ თქვა, რომ აუცილებელია საკრებულოში ბალანსის პრინციპის დაცვა. რაც მისი განმარტებით, ნიშნავს იმას, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებისა და კომისიის ფორმირებაში "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" თანაბრად იქნეს წარმოდგენილი. 

"როდესაც ჩვენ წარვადგენთ ჩვენს კანდიდატებს საკრებულოს თავმჯდომარეების პოზიციებზე, ორივე პარტიებს ვთავაზობთ, დაგვიჭირონ მხარი, როგორც ოცნებას, ასევე, ენმ-ს და ჩვენ ვიძლევით გარანტიას, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების კანდიდატურებზე და კომისიების ფორმირების პროცესში თანაბრად უნდა იქნეს წარმოდგენილი ორივე პოლიტიკური პარტია.

როდესაც ვამბობთ ბალანსის პრინციპით, პირველ რიგში ვგულისხმობთ იმას, რომ იმ ოპოზიციურ საკრებულოებში და მუნიციპალიტეტებში, სადაც ოპოზიციას აქვს უმრავლესობა, რა თქმა უნდა, ოპოზიციური უპირატესობით უნდა იყოს წარმოდგენილი პოზიციები საკრებულოებში, თუმცა არა ისე, როგორც ეს "ნაციონალურ მოძრაობას" სურს, პრინციპით, რომ მათ ჰქონდეთ თანამდებობები და არც ერთი თანამდებობა "ქართულ ოცნებას", იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენი მოქალაქეების ნაწილმა დაუჭირა მხარი ",- ამბობს ბერდია სიჭინავა. 

ცნობისთვის, დღეს  წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წევრი აირჩიეს

ამავე თემაზე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი