სოც. აგენტების გაფიცვა თბილისსა და რეგიონებში - წერილობითი მიმართვა ღარიბაშვილს

გამოქვეყნდა:

მთავრობის ადმინისტრაციასთან ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების აქცია მიმდინარეობს.

სოც. აგენტებმა, რომლებიც უკვე მე-4 დღეა, გაფიცულები არიან, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახელზე განცხადება დაარეგისტრირეს და მასთან შეხვედრა უკვე ოფიციალურად მოითხოვეს.

თბილისში მიმდინარე პროტესტს რეგიონებშიც უერთდებიან. სოციალური აგენტების მთავარი მოთხოვნა ხელფასების 100%-იანი მატება და სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა.

ამ დროისთვის სოციალური მომსახურების სააგენტოს 500-მდე თანამშრომელია გაფიცული. ისინი ამბობენ, რომ სანამ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პროტესტს არ შეწყვეტენ.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი