უკრაინა ყველაზე დიდი და ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზეა და მთელი ცივილიზებული მსოფლიო მის გადარჩენას ცდილობს, თუმცა მისი სტრატეგიული პარტნიორი საქართველო, რომლის ბედიც კრიტიკულად არის დამოკიდებული სწორედ უკრაინის მომავალზე ამ დრომდე დუმს. ოფიციალურ თბილისს ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტია რა ფორმით, ან როგორ გამოუცხადოს მხარდაჭერა მეგობარს, რომლის გვედით დგომაც ახლა საკუთარი თავის დაცვას ნიშნავს.
"ოცნების" ლიდერები ამერიკის ელჩთან შეხვედრის შემდეგ აცხადებენ, რომ ახლა დაიწყებენ კონსულტაციებს პოლიტიკურ ძალებთან, როგორ გამოეხმაურონ უკრაინის კრიზისს.