საჰაერო სისტემის დაუსრულებელი პროექტი წყალს რუსულ ინტერესებს ასხამს - ექსპერტები თავდაცვის უწყების განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

თავდაცვის სამინისტრო ყოფილ მინისტრებს პასუხობს. უწყება ადასტურებს, რომ თავდაცვის ბიუჯეტი 70 მილიონით შემცირდა. აქედან 30 მილიონი ლარი 2018 წელს დადებული ფრანგული პროექტის ხელშეკრულებას უკავშირდება. თავდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ 2015 წელს დადებული ხელშეკრულება 2018 წელს დასრულდა და ამ ხელშეკრულებით ფრანგული საჰაერო თავდაცვის სისტემები უკვე შეძენილია და ფუნქციონირებს.

ეს განცხადება მოულოდნელი აღმოჩნდა თავდაცვის სფეროში მომუშავე ექსპერტებისათვის და მათ შორის ყოფილი თავდაცვის მინისტრებისთვისაც. 

დევი ჭანკოტაძის თქმით, საჰაერო სისტემის პროექტის დაუსრულებლობა პირდაპირ რუსულ ინტერესებზე ასხავს წყალს და ამბობს, რომ თუკი, რამე არის გასახსენებელი ამ მიმართულებით უნდა გავიხსენოთ, რომ 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ "ქართულმა ოცნებამ" უარი თქვა ამერიკულ საჩუქარზე, რომელიც იყო ყველაზე თანამედროვე და გამართულ ჰაერთავდაცვით სისტემას, რომელიც ქვეყანას დღემდე სჭირდება. 

თავდაცვის სამინისტროს ამ განცხადებას საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარე, დავით სიხარულიძეც ეხმაურება. ამბობს, რომ აღნიშნული პროექტი საქართველოსთვის აუცილებელია, საჰაერო თავდაცვის განვითარებისთვის კი ნომერ პირველი პრიორიტეტი. 

ეს არის კრიტიკული თავდაცვითი შესაძლებლობა, რომელიც სასიცოცხლოდ, ჰაერივით აუცილებელია საქართვველოსთვის და სწორედ ამ საჰაერო თავდაცვის განვითარება არის ნომერ პირველი მნიშვნელობის ამოცანა საქართველოს თავდაცვისთვის, ნომერ პირველი პრიორიტეტი. რატომ დააკლდა ახლა მინცდამაინც და რატომ არ სრულდება ეს კონტრაქტი, მე ზუსტად ამაზე არ მაქვს ამ წუთას პასუხი, არ ვიცი. მაგრამ ჩემთვის აშკარაა, ეს იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რომელიც თავის დროზე ირაკლი ალასანიამ მინისტრობის დროს გააკეთა, თინა ხიდაშელმა მინისტრობის დროს გააკეთა. "ქართულ ოცნებაში" შიგნით არის წინააღმდეგობა ამ პროექტის განხორციელებაში. სწორედ, სავარაუდოდ, ერთ-ერთი თემა შეიძლება ესეც იყოს, - ამბობს დავით სიხარულიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი