ხელისუფლება განაჩენს საკუთარი თავისთვის წერს - სამადაშვილი რურუას პატიმრობაში დატოვებაზე

გამოქვეყნდა:

ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებით, განაჩენს საკუთარი თავისთვის წერს, - ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი საქალაქო სასამართლოს მიერ გიორგი რურუას პატიმრობაში დატოვებას. 

სამადაშვილი ამბობს, რომ გიორგი რურუა ციხიდან აუცილებლად გამოვა და ეს ან არჩევნებამდე მოხდება, ან 2020 წლის არჩევნების მერე, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვლება.

დღეს ხელისუფლება, ამ გადაწყვეტილებით საკუთარი თავისთვის წერს განაჩენს, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, რომ ფაქტობრივად, კონგრესში დაიწყო მოძრაობა იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაიწყოს სანქციების რეჟიმის განხილვა. ყველა მსგავსი გადაწყვეტილება, რომელიც იწერება დღეს ივანიშვილის მითითებით საქართველოს სასამართლოებში, არის კიდევ ერთი ნაბიჯი წინ, სწორედ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, - ამბობს სამადაშვილი. 

საქალაქო სასამართლომ "მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილე და პოლიტპატიმარი გიორგი რურუა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. ადვოკატების შუამდგომლობა, რურუას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი