ლუდმილა დენისოვას წერილი იუსტიციის მინისტრს - უკრაინის ომბუდსმენი მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ნებართვას ითხოვს

გამოქვეყნდა:

უკრაინის სახალხო დამცველმა, ლუდმილა დენისოვამ, საქართველოს იუსტიციის მინისტრს რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილის მონახულების ნებართვა სთხოვა. ამასთან ერთად, მან რატი ბრეგაძეს წერილი გამოუგზავნა, რომელშიც უკრაინის მოქალაქისთვის კვალიფიციური ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის უზრუნველყოფას მოითხოვს.

უკრაინის ომბუდსმენმა ბრეგაძისადმი მიმართვას სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტაციაც დაურთო.

ამ საკითხზე ლუდმილა დენისოვამ კიევში ჩასულ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებსაც მიაწოდა ინფორმაცია და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ლევან ბეჟაშვილთან და თამარ კორძაიასთან შეხვედრაზე იმ საგამოძიებო კომისიაზეც ისაუბრეს, რომელიც შესაძლოა, საქართველოს პარლამენტში მიხეილ სააკაშვილის მიმართ ღირსების შემლახველი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოსაძიებლად შეიქმნას.

"ქართველ პარლამენტარებს ინფორმაცია მივაწოდე იმის შესახებ, რომ მივმართე საქართველოს იუსტიციის მინისტრს, მიიღოს ზომები უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილისთვის კვალიფიციური ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის უზრუნველსაყოფად. ვესაუბრე მომავალ თვეში რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების გეგმების შესახებ. შესაბამისი ნებართვის თხოვნით საქართველოს იუსტიციის მინისტრსაც მივმართე", - წერს ლუდმილა დენისოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი