
კვლავაც არსებობს რურუას მხრიდან მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, - ამის შესახებ პროკურორმა, ვასილ სამხარაძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, გამოკითხულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რურუა ბრალდებულად ცნეს.
დღეს დასრულდა გიორგი რურუას ბრალდების საქმეზე ბრალდების მხარის მტკიცებულების მოკვლევა. ამ ხნის განმავლობაში გამოკვლეულ იქნა და დაიკითხა 34 მოწმე, ასევე გამოკვლეულ იქნა სამი ობიექტის მიმდებარე ობიექტის ვიდეოჩანაწერები, დაიკითხა და ასევე გამოკვლეულ იქნა წერიულობითი მტკიცებულებები, ასევე ის ნივთივთიერი მტკიცებულებები, რომელიცაა ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძლოლო მასალა, მაყუჩი გიორგი რურუას ნერწყვის ნიმუში, ასევე მისი ტანსაცმელი. ბრალდების მხარე თვლის, რომ კვლავაც არსებობს მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. სასამართლოს მხრიდან გაზიარებული იქნა აღნიშნული არგუმენტი და ბრალდებული დატოვა პატიმრობაში, - ამბობს პროკურორი, ვასილ სამხარაძე.
საქალაქო სასამართლომ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა. ადვოკატების შუამდგომლობა, რურუას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.