მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, გიორგი რურუა, ხაზარაძე/ჯაფარიძე/წერეთელი, 5 ივლისის ძალადობა - "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ანგარიში

გამოქვეყნდა:

პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და მიკერძოებული სასამართლო - არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრი" ანგარიშს აქვეყნებს.

პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების ჩამონათვალში მიხეილ სააკაშვილის და მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეები, ნიკა გვარამიას საქმე, ხაზარაძე- ჯაფარიძე- წერეთლის, ნიკა მელიას, გიორგი რურუას, ასევე საპროტესტო აქციების დროს დაკავებული და გათავისუფლებული სამოქალაქო აქტივისტების საქმეები მოხვდა.

მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა 5 ივლისის მოვლენებს. ჯამში კი ანგარიშში 42 შემთხვევაზეა საუბარი.

არასამთავრობო ორგანიზაციამ დაადგინა, რომ აღნიშნული საქმეები ცალსახად პოლიტიკურ სარჩულს ატარებს და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ხელისუფლება იარაღად სასამართლო სისტემას იყენებს. 

"ბოლო პერიოდში განსაკუთრებით  აქტუალური გახდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის  წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის სასამართლო პროცესები, ამ საქმეებმა, ფაქტობრივად, დაჩრდილა სხვა პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების მიმდინარეობა სასამართლო დარბაზებში, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ არის სხვა საქმეებიც. რეალურად სასამართლო არ არის სამწუხაროდ დამოუკიდებელი. ბევრმა გარემოებამ ეს აჩვენა და პოლიტიკური მართლმსაჯულება არის სამწუხარო რეალობა საქართველოში, - ამბობს "ადამიანის უფლებათა ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი ალეკო ცქიტიშვილი. 

2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენებზე, როდესაც ადგილი ჟურნალისტებზე ძალადობის და ცემის ფაქტებს ჰქონდა, არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ძალადობრივი ჯგუფები ხელისუფლებამ წააქეზა.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი