არგამოშვებაზე პოლიტიკური წნეხია - ხოშტარია რურუას პატიმრობაში დატოვებაზე

გამოქვეყნდა:

ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ პოლიტიკური წნეხია არგამოშვებაზე, - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია საქალაქო სასამართლოს მიერ გიორგი რურუას პატიმრობაში დატოვებას.

ამბობს, რომ ხელისუფლებამ რვა მარტის შეთანხმება აუცილებლად უნდა შეასრულოს და რურუას გათავისუფლებაც სწორედ ამ შეთანხმების ნაწილია. 

ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ პოლიტიკური წნეხია არგამოშვებაზე. ეს არის გზავნილი, რომ ნორმალიზაციისთვის არ არის მზად ხელისუფლება. ჩვენ გვაქვს წინ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც შეთანხმების ნაწილი იყო და ამით ისინი არღვევენ შეთანხმებას. ეს არის სილა იმ ჩვენი სტრატეგიული პატიმრების მიმართ, რომლებიც მკაფიოდ ამბობენ, რომ პოლიტიკური პატიმარია გიორგი რურუა და შეთანხმების შესრულებას სჭირდება მისი გამოშვება. ეს არის ხელისუფლების არჩევანი, რომელიც უბრალოდ განწირულია მარცხისთვის, - ამბობს ხოშტარია. 

"მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილე და პოლიტპატიმარი გიორგი რურუა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. ადვოკატების შუამდგომლობა, რურუას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, 
მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი