ჟენევაში მოლაპარაკებები რუსეთის ულტიმატუმით გაიხსნა - ბლინკენის პასუხი ლავროვს [video]

გამოქვეყნდა:

ჟენევაში მოლაპარაკებები ლავროვის ულტიმატუმით გაიხსნა - რუსეთი ითხოვს გარანტიებს, რომ ნატო არ გაფართოვდება და 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრები აუცილებლად გახდებიან, გაუქმდეს.

"თქვენ ევროპული ტურნეს დროს განაცხადეთ, რომ არ ელოდებით გარღვევას ამ შეხვედრისგან. არც ჩვენ ველოდებით გარღვევებს ამ შეხვედრისგან, ჩვენ ველოდებით პასუხებს ჩვენს წინადადებებზე,“- მიმართა ლავროვმა ბლინკენს.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კი ლავროვს ფუნდამენტური პრინციპები და დიპლომატიური მოლაპარაკებების ძალა შეახსენა, თუმცა აღნიშნა ისიც, რომ აგრესიის შემთხვევაში რუსეთი პასუხს მიიღებს:  

"შეხვედრის მიზანია მოხდეს დაძაბულობის დეესკალაცია და თავიდან იქნას აცილებული რუსეთის მხრიდან დამატებითი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. მე აქ მოსვლამდე კონსულტაციები გავიარე მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, მათ შორის უკრაინასთან, ჩვენ ყველანი ერთგულები ვრჩებით დიპლომატიისა და დიალოგის, თუმცა ჩვენ ასევე ერთსულოვანნი ვართ იმაში, თუ რუსეთი აგრესიის გზას აირჩევს, ამას სწრაფად და მტკიცედ ვუპასუხებთ" - განაცხადა ბლინეკნმა ლავროვის პასუხად.

იხილეთ ასევე:

ბაიდენი: თუ ნებისმიერი რუსული სამხედრო შენაერთი უკრაინის საზღვარს გადაკვეთს, ეს შეჭრა იქნება
 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი