"რაც ვნახეთ, ძალიან მძიმეა... ატყუებენ, ჩანს თრევის ეპიზოდი, ორკესტრირებულია ე.წ. შუმოკი" | ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილის კადრებზე

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველებთან შეხვედრა დასრულდა. უწყებაში ადვოკატებს ვიდეო მტკიცებულებები გააცნეს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის საქმეში დევს.

როგორც შეხვედრის შემდეგ ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ აღნიშნა, კადრები, რომელიც მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გლდანის დაწესებულებაში გადაყვანას ასახავს, საკმაოდ მძიმეა. 

მისი თქმით, ვიდეოში ნათლად ჩანს, რომ მესამე პრეზიდენტი გლდანში მოტყუებით მიიყვანეს. მასში ასევე ასახულია მიხეილ სააკაშვილის მიმართ ძალის გამოყენების ეპიზოდები.

"რაც ჩვენ ვნახეთ, არის გაცილებით უფრო მძაფრი და მძიმე. ჩანს კადრებიდან, რომ ადამიანი ნამდვილად მოტყუებით არის მიყვანილი, უარს აცხადებს გადასვლაზე და მკურნალობის მიღებაზე იმ ჰოსპიტალში, სადაც მიიყვანეს, გლდანში. ითხოვს, რომ უკან მიმაბრუნეთო და არავის ჰქონდა უფლება გადაყვანის. ასევე ჩანს, რომ ატყუებენ, ანალიზების ასაღებად მოგიყვანეთ და ეს ხანმოკლეაო, რაც ტყუილი აღმოჩნდა. ასევე ატყუებენ, რომ მალე შემოვლენ თქვენი ადვოკატები და ოჯახის წევრებიო, რაც ტყუილი აღმოჩნდა, თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ იქ ვიდექით და არ შეგვიშვეს.

შემდეგ, შეყვანის კადრები არის ძალიან მძიმე სანახაობა, ძალის გამოყენება. ყველა რაკურსი არ არის, ხან პანდუსი ეფარება, ხან ასე შემდეგ... რაც მთავარია, თრევის ეპიზოდი არის და ძალიან მძიმეა ეს სანახავად. რაც მთავარია, ჩანს, რომ ორკესტრირებულია ის ე.წ. შუმოკი", - თქვა ნიკა გვარამიამ.

ასევე იხილეთ:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი