დუმაში ოკუპირებული ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობას განიხილავენ - მედია

გამოქვეყნდა:

იმ პირობებში, როდესაც რუსეთს უკრაინის საზღვრებთან 100 ათასიანი არმია ჰყავს მობილიზებული და სრულმასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირებით იმუქრება, დუმა ორი სეპარატისტული რეგიონის, ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობის განხილვას აპირებს. 

კანონპროექტი 11-მა დეპუტატმა, რუსეთის კომუნისტური პარტიის ლიდერის, ზიუგანოვის ხელმძღვანელობით წარადგინა და განხილვა მომდევნო კვირაში გაიმართება.

ინფორმაცია იმ დროს გახდა ცნობილი, როდესაც ჟენევაში ლავროვი-ბლინკენის შეხვედრა მიმდინარეობდა. 

დუმის სპიკერ​ის, ვიაჩესლავ ვოლოდინის თქმით, მმართველ პარტია "ერთიანი რუსეთი" შეშფოთებულია ამ რეგიონში მცხოვრები რუსების უსაფრთხოებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი