თუ მშვიდობა გინდათ, ომისთვის მოემზადეთ - ლუკაშენკოს მუქარა

გამოქვეყნდა:

თუ მშვიდობა გინდათ, ომისთვის მოემზადეთ - მუქარის შემცველი განცხადება ბელარუსის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე გააკეთა და სამხედრო მაღალჩინოსნებს უკრაინასთან საზღვრების დასაცავად სამხედრო ქვედანაყოფების შექმნის ბრძანება მისცა.

ოფიციალური მინსკის ლიდერის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლების ქმედებები არაადეკვატურია და შესაძლოა ბელარუსისთვის საფრთხისშემცველი გახდეს.

ალექსანდრ ლუკაშენკო სამხედრო მაღალჩინოსნებსაც მოუწოდებს, ნებისმიერი საფრთხისშემცველ გარემოებებზე, ჰქონდეთ მკაცრი რეაგირება.

უკრაინა ომის ზღვარზეა - რუსეთი ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიით იმუქრება და ითხოვს, ნატომ აღმოსავლეთით გაფართოების პოლიტიკა შეწყვიტოს და უარი თქვას ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილებაზე.

დღეს ისტორიული შეხვედრა გამართეს ლავროვი-ბლინკენმა, თუმცა მოლაპარაკება კონკრეტული შეხვედრის გარეშე დასრულდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი