
ასეთი სურვილი აქვს დღევანდელ ხელისუფლებას და ის კვლავ რჩება უკანონო პატიმრობაში, - ამის შესახებ პოლიტპატიმარ გიორგი რურუას ცოლმა, სოფო სიხარულიძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, დღევანდელი პროცესით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ გიორგი რურუა არის პოლიტპატიმარი და ის სამართლიანობისთვის ბრძოლას აუცილებად გააგრძელებს.
დღევანდელი პროცესით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გიორგის საქმე არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური. ასეთი სურვილი აქვს დღევანდელ ხელისუფლებას და ის კვლავ რჩება უკანონო პატიმრობაში. მაგრამ აქვე დავძენ, რომ ჩვენ ამისთვისაც მზად ვიყავით, აუცილებლად ვიბრძლოებთ, გავაგრძელებთ ბრძოლას და სიმართლე აუცილებლად დადგინდება, - ამბობს სოფო სიხარულიძე.
"მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილე და პოლიტპატიმარი გიორგი რურუა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. ადვოკატების შუამდგომლობა, რურუას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.